Forbes-ის 2024 წლის რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები, ჯამში 25 პირი, 33 წლის ასაკს ქვემოთ არიან. მათი კოლექტიური ქონება $110 მილიარდს უტოლდება.
Forbes-ის ვარაუდით, სამომავლოდ მილიარდერთა შორის მდიდარ ახალგაზრდა მემკვიდრეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, 19 წლის ბრაზილიელი ლივია ვოიტია. ვოიტი ამჟამად კვლავ კოლეჯში სწავლობს, თუმცა WEG-ში მცირე წილის წყალობით, რომელიც გარდაცვლილი ბაბუისგან მემკვიდრეობით დარჩა, მისი ქონება უკვე $1.1 მილიარდს შეადგენს.
TOP 10 ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, ქონების მიხედვით:
· მარკ მატეშიცი – $39.6 მილიარდი -(31 წლის)
· ჯონ კოლისონი – $7.2 მილიარდი – (33 წლის)
· ფიროზ მისტრი – $4.9 მილიარდი – (27 წლის)
· ზაჰან მისტრი – $4.9 მილიარდი – (25 წლის)
· ლუკა დელ ვეკიო – $4.7 მილიარდი -(22 წლის)
· ლეონარდო მარია დელ ვეკიო – $4.7 მილიარდი -(28 წლის)
· კლემენტე დელ ვეკიო – $4.7 მილიარდი – (19 წლის)
· მიხალ სტრნადი – $4.4 მილიარდი – (31 წლის)
· გუსტავ მაგნარ ვიტცო – $4.2 მილიარდი – (30 წლის)
· კევინ დევიდ ლემანი – $3.3 მილიარდი – (21 წლის)