მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია – როგორია საქართველოს მონაცემები

საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის საშუალო ყოველთვიური ხელფასების სიდიდით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს 103 ქვეყანას შორის 77-ე ადგილს იკავებს.

Numbeo-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი გადასახადების შემდეგ 533 დოლარს შეადგენს. საქართველოზე დაბალი ხელფასი რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანშია.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საშუალო თვიური ხელფასი გადასახადების შემდეგ ასე გამოიყურება:

თურქეთი – 1 071 დოლარი (49-ე ადგილი);

– 825 დოლარი (57-ე ადგილი);

სომხეთი – 632 დოლარი (69-ე ადგილი);

საქართველო – 533 დოლარი (77-ე ადგილი);

აზერბაიჯანი – 460 დოლარი (85-ე ადგილი);

ამასთანავე, Numbeo-ს მონაცემებით, შესწავლილ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი შვეიცარიაშია და 7 283 დოლარს შეადგენს.

რეიტინგში 5 ლიდერი ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია – 7 283 დოლარი;
  • ლუქსემბურგი – 5 395 დოლარი;
  • სინგაპური – 4 557 დოლარი;
  • – 4 254 დოლარი;
  • – 4 245 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 103 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კუბაშია და თვეში 35 დოლარს შეადგენს. რეიტინგის ბოლო პოზიციები კი შემდეგმა ხუთმა ქვეყანამ დაიკავა:

  • კუბა – 35 დოლარი;
  • ნიგერია – 109 დოლარი;
  • ეგვიპტე – 152 დოლარი;
  • – 188 დოლარი;
  • ნეპალი – 204 დოლარი.

წყარო