ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) იტალიურ Banca Monte dei Paschi di Siena-ს კონკურენტი Mediobanca-ს შეძენის ნებართვა მისცა.
როგორც Monte Paschi–ს განცხადებაშია ნათქვამი, მარეგულირებელმა მას ნებართვა მისცა, პირდაპირ შეეძინა Mediobanca–ს საკონტროლო პაკეტი და ირიბად მოეპოვებინა კონტროლი მის განყოფილებებზე Mediobanca Premier–სა და Compass Bank–ზე.
აპრილში ბანკმა უკვე მიიღო იტალიის მარეგულირებელი ორგანოსგან გარიგებისთვის საჭირო ნებართვა.
Monte Paschi–ს და Mediobanca–ს გაერთიანების შედეგად, იტალიის სიდიდით მესამე ბანკი შეიქმნება Intesa Sanpaolo–ს და UniCredit–ის შემდეგ.
მსოფლიოს უძველესი ბანკი, Monte Paschi, ნაწილობრივ კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია, რომელიც თანდათან ამცირებს წილს, რომელიც შეძენილია 2017 წელს ფინანსური ინსტიტუტისთვის დახმარების გაწევასთან ერთად.
ვრცლად interfax–ზე
