მსოფლიოს უმსხვილესი ყურძნის მწარმოებლების რეიტინგში საქართველო 32-ეა – რეიტინგი

გლობალური წარმოების 16,91%-ით, მსოფლიოში ყურძნის უმსხვილესი მწარმოებელი 2022 წელს ჩინეთი იყო. მან 12 673 000 ტონამდე ყურძენი აწარმოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას Food and Agricultural Organisation ავრცელებს.
მეორე ადგილზე იტალიაა (11,26%), მესამეზე – საფრანგეთი (8,27%), ხუთეულშია – ესპანეთი (7,88%) და შეერთებული შტატები (7,17%). 2022 წელს მსოფლიოში ყურძნის მთლიანი წარმოება 74,9 მილიონ ტონა იყო.
საქართველო ამ რეიტინგში 32-ეა 287 300 ტონა ყურძნის წარმოებით. მეექვსე ადგილზე თურქეთი 4 165 000 ტონა ყურძნის წარმოებით, მე-20-ზე (890 000 ტ), 34-ზე (258 000 ტ-მდე), 37-ზე სომხეთი (226 000 ტ-მდე), 39-ზე აზერბაიჯანი (213 000 ტ-მდე).
მსოფლიოს უმსხვილესი ყურძნის მწარმოებლების ათეული ასეთია:
· ჩინეთი – 12 672 896 ტონა ყურძენი;
· იტალიაა – 8 437 970 ტონა ყურძენი;
· საფრანგეთი – 6 199 950 ტონა ყურძენი;
· ესპანეთი – 5 902 040 ტონა ყურძენი;
· – 5 372 800 ტონა ყურძენი;
· თურქეთი – 4 165 000 ტონა ყურძენი;
· ინდოეთი – 3 401 000 ტონა ყურძენი;
· ჩილე – 2 402 686 ტონა ყურძენი;
· სამხრეთ აფრიკა – 2 064 742 ტონა ყურძენი;
· არგენტინა – 1 936 803 ტონა ყურძენი;