მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამი უდიდესი ფობია – რა აშინებთ ყველაზე მეტად

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ფინანსური წყაროების გამოყენებით ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა მარტივად შეუძლიათ, როგორც აღმოჩნდა, არც მათი ცხოვრებაა იდეალური.

როგორც ყველას, ულტრა მდიდრებსაც აქვთ ადამიანური სისუსტეები, რომლებსაც საკმაოდ ეფექტურად ებრძვიან.

სხვადასხვა კვლევების მიხედვით დადასტურდა, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს არც მეტი და არც ნაკლები, სამი უდიდესი ფობია აქვთ. თუმცა მათი დისციპლინის, მიზანდასახულობისა და წარმატებისკენ დაუღალავი სწრაფვის წყალობით, კვლევები ამბობენ, რომ ამ შიშებსაც უმკლავდებიან.

Forbes-ის ტოპ მრჩეველის: ნათან კრამპეს, theatlantic.com-სა და renaissanceinvestments-ის კვლევებით ესენია: ჯანმრთელობა, ოჯახი და ქონება.

“როგორც სუპერ მდიდრები გვეუბნებიან, ისინი ებრძვიან სამ მთავარ შიშს საკუთარი და მათი ოჯახების წევრების ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ესენია: ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელიც შესაძლოა, მათ ან საყვარელ ადამიანებს აწუხებდეს, მათი სიმდიდრის დაკარგვა და ოჯახის წევრების საფრთხის ქვეშ ყოფნა ნებისმიერი სახით“, – წერს ნათან კრამპე.

საინტერესოა, როგორ ებრძვიან ამ ფობიებს ადამიანები, რომლებმაც შეძლეს და ფინანსურ სფეროში მსოფლიო ლიდერები გახდნენ?

შიში #1: ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები

ჯანმრთელობის სერიოზულმა პრობლემებმა შეიძლება ადვილად გაგიფანტოთ ყურადღება და დაგთრგუნოთ – ემოციურად, ფიზიკურად და ფინანსურადაც კი.

როდესაც ადამიანი ფინანსურად მყარად არის და ყოფით, წვრილმან პრობლემებზე არ უწევს ფიქრი, მათი მიზანია შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა და ამასთან გარშემომყოფების ჯანმრთელობის დაცვა. მათ კარგად ესმით, რომ თუ ჯანმრთელობა შეერყევათ, ეს საქმიანობაზე და შემოსავალზეც აისახება.

ამის გადასაჭრელად სუპერ მდიდრები კონსიერჟის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ. ეს არის წევრობის მოდელი, სადაც საფასურის სანაცვლოდ, ისინი იღებენ ულიმიტო და vip წვდომას ყველა სახის მომსახურებაზე, რომელიც ჯანდაცვას ეხება.

შიში #2: დისფუნქციური ოჯახის წევრები

ოჯახთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განსაკუთრებით რთული გახდეს, როდესაც საქმე სიმდიდრეს ეხება. იმისათვის, რომ ოჯახური პრობლემები თავიდან აიცილონ, ან მომავალი თაობა მზად იყოს დაიცვას საოჯახო ბიზნესი და განავითაროს იგი, სუპერ მდიდარი მშობლები ამ პრობლემებს ორი გზით ებრძვიან:

ფინანსური გადაწყვეტილებები – ასწავლიან კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღებას და ენდობიან მათ.

პირადი გადაწყვეტილებები – ასწავლიან, თუ რა შედეგები მოჰყვება მათ პირად გადაწყვეტილებებს და აიძულებენ აიღონ პასუხისმგებლობა ამაზე.

შიში #3: სიმდიდრის დაკარგვა

სიმდიდრე აქცევს მათ კრიმინალების, სარჩელების, კრედიტორების, ყოფილი მეუღლეების და სხვათა სამიზნეებად.

ამის თავიდან ასაცილებლად, ისინი ცდილობენ სანდო ფინანსური პროფესიონალების მოძიებას. აქტივების დაცვის სტრატეგიების განხორციელებას დაზღვევის სხვადასხვა ფორმაში, როგორიცაა “ქოლგა პოლისი“ და სხვა.

ფიზიკური დაცვის გაძლიერება. მდიდრები ხშირად იყენებენ მოწინავე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემებს.

წყარო