მსოფლიოს უდიდესი საროსკიპო 120 მეძავით – ინგლისელი ფანები გერმანიაში საროსკიპოს 9 სართულის დაჯავშნას აპირებენ, მაგრამ ისინი ამის შესახებ გააფრთხილეს…

მსოფლიოს უდიდესი საროსკიპო 120 მეძავით – ინგლისელი ფანები გერმანიაში საროსკიპოს 9 სართულის დაჯავშნას აპირებენ, მაგრამ ისინი ამის შესახებ გააფრთხილეს…
Daily Star-ის ინფორმაციით, ინგლისელი ფანები გერმანიის ქალაქ კიოლნში მდებარე მსოფლიოს უდიდესი საროსკიპოს, Pasha-ს 9 სართულის დაჯავშნას აპირებენ, რომელიც ჯამში 120 ოთახია.
9000 კვადრატულ მეტრის ფართის მქონე საროსკიპოში 120 სექსმუშაკი მუშაობს და დაწესებულება ყოველდღიურად დაახლოებით 1000 კლიენტს ემსახურება.
როგორც ირკვევა, საროსკიპოს მფლობელი ერთ-ერთი ჩინელი პიროვნებაა, 46 წლის ჯინ ჰუა. მან 2021 წელს სექსკლუბი 10 მილიონ ფუნტად იყიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს ყოველივე ჩინურ ჯაშუშურ ქსელთან იყოს დაკავშირებული.
Daily Star-ი წერს, რომ ინგლისელ ფანებზე შესაძლოა, კომპრომატების მოპოვება და მათი
გადაბირება მოხდეს. საროსკიპოს მეპატრონეებს ეს სასაცილოდ არ ეყოთ და განაცხადეს, რომ ინგლისელი ფანები ყოველთვის სასიამოვნოდ ატარებენ მათთან დროს და სიამოვნებით უმასპინძლებენ მათ ევროპის ჩემპიონატის დროსაც.
გარეთ საუთგეიტის გუნდი C ჯგუფში სერბეთთან, სთან და სლოვენიასთან ერთადაა. კიოლნში ინგლისელები სწორედ ამ უკანასკნელთან 25 ივნისს ითამაშებენ.