მსოფლიოს უდიდესი კლიმატის ფონდი საინვესტიციო გეგმას $1.2 მილიარდამდე ზრდის (bm.ge)

მსოფლიოს უდიდესმა კლიმატის ფონდმა განაცხადა, რომ მზად არის, ინვესტირების ყველაზე დიდი სერია განახორციელოს და ამით დააჩქაროს შეთანხმების მიღწევა იმ პროექტებზე, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილების გამოწვევის დაძლევაში დაეხმარება.
The Green Climate Fund გეგმავს, რომ აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე 17 პროექტისთვის $1.2 მილიარდიანი დაფინანსების გეგმა -ში აქციონერთა შეხვედრაზე უკვე დაადასტურეს, რასაც ხელი შეუწყო ფონმა, რომელზეც ქვეყნების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების ნაწილს აშშ-მა დაფინანსება შეუჩერა.
OECD-ის ივნისის ანგარიშის თანახმად, განვითარების ხელშემწყობი საერთაშორისო დახმარება მიმდინარე წელს, გასული წლის 9%-იანი კლების შემდეგ, კიდევ 17%-ით შემცირდება, რისი ძირითადი ნაწილი აშშ-ის პრეზიდენტ ს გადაწყვეტილებაზე მოდის.
“მწვანე კლიმატის ფონდი” გეგმის ფარგლებში $227 მილიონს გამოყოფს 10 ქვეყანაში მწვანე ობლიგაციების ბაზრების ექსპანსიისთვის. $200 მილიონი დაიხარჯება ინდოეთის “მწვანე ფინანსური სტაბილურობის” პროექტზე, რომელიც ქვეყნის განახლებადი ენერგიის სიმძლავრეს და ენერგოეფექტურობას გაზრდის. აფრიკის კონტინენტზე კი $150 მილიონი დაიხარჯება 18 მილიონი ადამიანის სასურსათო ჯაჭვის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
ჯამურად GCF-ის საინვესტიციო პორტფოლიო 133 ქვეყანასა და $18 მილიარდ დოლარს გააერთიანებს. ამასთან, სხვადასხვა ქვეყანა ფონდში ჯამურად $29.9 მილიარდი დოლარის გადარიცხვის პირობით გამოდის.