მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე 20 ქვეყანა , რომლებიც გლობალური მშპ-ის აბსოლუტურ უმრავლესობას ქმნის

სექტემბრის მდგომარეობით, მსოფლიოს 20 ქვეყანას ტრილიონ დოლარზე მეტი ეკონომიკური მოცულობა აქვს. სიაში უპირობო ლიდერია , რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) $30.5 ტრილიონს აღწევს. მეორე ადგილზეა ჩინეთი $19.2 ტრილიონით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს გერმანია $4.7 ტრილიონით.
ინდოეთი და იაპონია თითქმის თანაბარ მაჩვენებელზე არიან – ორივეს ეკონომიკა $4.2 ტრილიონადაა შეფასებული. ხუთეულს ხურავს დიდი ბრიტანეთი $3.8 ტრილიონით.
ტოპ-10-ში ასევე მოხვდნენ:
· საფრანგეთი – $3.2 ტრილიონი
· იტალია – $2.4 ტრილიონი
· კანადა – $2.2 ტრილიონი
· ბრაზილია და – თითო $2.1 ტრილიონი
ტრილიონ დოლარზე მეტი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჩამონათვალს აგრძელებენ ესპანეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მექსიკა, თურქეთი, ინდონეზია, ნიდერლანდები, და პოლონეთი.
ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ აშშ და ჩინეთი კვლავ დომინანტურ პოზიციაში რჩებიან, ხოლო ევროპული ეკონომიკები სტაბილურად ინარჩუნებენ ადგილს ტოპ-20-ში. აღსანიშნავია, რომ სიაში განვითარებადი ბაზრების წარმომადგენლებიც შედიან – ბრაზილია, ინდოეთი, ინდონეზია და თურქეთი, რაც გლობალური ეკონომიკური ძალთა ბალანსის ცვლილებაზე მიანიშნებს.
საერთო ჯამში, მსოფლიოს 20 უდიდესი ეკონომიკა გლობალური მშპ-ის აბსოლუტურ უმრავლესობას ქმნის.