მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკები 2026 წლისთვის – IMF-ის პროგნოზი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, 2026 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკა ზრდას შეანელებს. ამის მიზეზი კი, მისი ვარაუდით, ფრაგმენტაცია და მზარდი პროტექციონიზმი იქნება. ეკონომიკური ზრდის შენელების რისკებს შორის IMF-ი ტექნოლოგიური სფეროს აქციების ღირებულების შესაძლო ცვლილებას და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესუსტებას ასახელებს, რაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოახდენს გავლენას.
დიდი ალბათობით, 2026 წლისთვის ყველაზე დიდი ეკონომიკის სტატუსს კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები შეინარჩუნებს – ქვეყანა, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო და შესაძლოა, მომდევნო 100 წლის განმავლობაშიც ასე გაგრძელდეს.
-ის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა, სავარაუდოდ, 2026 წლისთვის 31.8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ეს დაახლოებით უტოლდება ჩინეთის (მე-2), გერმანიისა (მე-3) და ინდოეთის (მე-4) ერთიან მაჩვენებელს. ამას ამყარებს შედარებით მდგრადი შრომის ბაზარი და მომხმარებელთა ხარჯების მაღალი დონე.
თუმცა -ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წინა წელთან შედარებით შემცირდა, რადგან სავაჭრო ომებმა გლობალური ბაზრები შეარყია და ქვეყანაში ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი.
რეიტინგში მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს. IMF-ის პროგნოზის თანახმად, 2026 წლისთვის მისი მშპ 20.7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც აშშ-ის მაჩვენებელზე 35%-ით ნაკლებია, თუმცა სამჯერ აღემატება მესამე ადგილზე მყოფი გერმანიის მაჩვენებელს.
სტრუქტურული წინააღმდეგობები – დაბერებული მოსახლეობიდან დაწყებული უძრავი ქონების ბაზრის დუნე მდგომარეობით დამთავრებული – მშპ-ის ზრდას 4%-მდე ამცირებს, რაც ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ნელი ტემპია. ექსპერტების შეფასებით, დამატებითი დარტყმა ჩინურ საქონელზე დაწესებული სავაჭრო ტარიფები იქნება.
სიაში მესამე პოზიციაზე ინდოეთია, რომელმაც ეკონომიკის სიდიდთ 2025 წელს იაპონიას გაუსწრო, რასაც გაზრდილმა შიდა მოთხოვნამ შეუწყო ხელი. IMF-ის პროგნოზით, 2026 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა 4.5 ტრილიონ დოლარს გაუტოლდება.
მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები 2026 წლისთვის (IMF-ის პროგნოზი):