The World’s 50 Best Beaches-მა, Banana Boat-თან თანამშრომლობით, „მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროების“ 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.
მიმდინარე წლის ანგარიშით, Trunk Bay (მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვირჯინიის კუნძულებიდან ერთ-ერთზე, კერძოდ კი, სენტ-ჯონზე) მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროდ დასახელდა.
World’s 50 Best Beaches-ი საუკეთესო სანაპიროს გამოსავლენად, ათასობით მოგზაურს შორის გამოკითხვას ყოველწლიურად ატარებს. კვლევის ფარგლებში რესპონდენტები მათ საყვარელ სანაპიროს ასახელებენ, ხოლო შედგენილ კითხვარში რამდენიმე ფაქტორზეა გამახვილებული ყურადღება, მათ შორისაა: ლანდშაფტის უნიკალურობა, ცურვისთვის საკმარისად წყნარი დინება, იდილიური პლაჟების სიხალვათე და ა.შ.
World’s 50 Best Beaches-ის ანგარიშის მიხედვით, Trunk Bay, კარიბის ზღვის აუზის სამოთხე, მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროდ რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო დასახელდა. პლაჟი დაცული ტერიტორიაა, იდეალური ადგილი დასასვენებლად, თუნდაც მცირე პერიოდით ქალაქიდან გასაქცევად, მდიდარი ფლორითა და ადგილობრივი ველური ბუნებით. ყურეს სახელწოდება ტყავიანი კუს პატივსაცემად შეურჩიეს, რომელსაც ადგილობრივები trunks-ს ეძახიან.
TOP 10 სანაპირო შემდეგნაირად გამოიყურება:
Trunk Bay, ვირჯინიის კუნძულები, აშშ
Cala Mariolu, იტალია
Meads Bay, ანგილია, დიდი ბრიტანეთი
Entalula Beach, ფილიპინები
Voutoumi Beach, საბერძნეთი
Turquoise Bay, ავსტრალია
Pink Beach, ინდონეზია
Anse Georgette, სეიშელი
Green Lagoon, საფრანგეთის პოლინეზია
Horse Shoe Island, მიანმარი