მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები – Airhelp-ის ახალი რეიტინგი

მგზავრთა უფლებების პორტალმა Airhelp-მა გამოაქვეყნა 2025 წლის გლობალური რეიტინგი „Airhelp-Score“, რომელმაც მსოფლიოს 117 ავიაკომპანია შეაფასა. შეფასება ეფუძნება სამ ძირითად კრიტერიუმს: პუნქტუალურობა, მომხმარებელთა კმაყოფილება და კომპენსაციის მოთხოვნების განხილვა.
2025 წლის რეიტინგში ევროპულმა ავიაკომპანიებმა რამდენიმე მაღალი პოზიცია დაიკავეს, თუმცა გერმანული გადამზიდველების შედეგები საშუალოზე დაბალია.
Qatar Airways რეიტინგის სათავეში დაბრუნდა და შარშანდელი გამარჯვებული Brussels Airlinesმეორე ადგილზე გადაიყვანა.
Airhelp-ის რეიტინგი განსაკუთრებით ხაზს უსვამს სამ ძირითად ასპექტს:
1. პუნქტუალურობა
ომანის ავიახაზები (Oman Air) კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას პუნქტუალურობისკატეგორიაში (8.8 ქულა). მას მოსდევს KM Malta Airlines და Copa Airlines.
2. მომხმარებელთა კმაყოფილება
ამ კატეგორიაში დომინირებენ ყურის ქვეყნების და აზიური ავიაკომპანიები:
· Qatar Airways: 9.1 ქულა
· Emirates: 9.0 ქულა
· Saudia და Singapore Airlines: 8.9 ქულა
3. კომპენსაციის მოთხოვნების განხილვა
თვითმფრინავის გაუქმების ან 5 საათზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნების ყველაზე საიმედო განმხილველები ევროპული ავიაკომპანიები არიან:
· TAP Air Portugal: 8.3 ქულა
· Brussels Airlines: 8.0 ქულა
· Virgin Atlantic: 7.6 ქულა
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ავიაკომპანიები 2025