მსოფლიოს პირველი ხის თანამგზავრი LignoSat-ი, რომელიც იაპონელმა მეცნიერებმა ააწყვეს, კოსმოსში გაემგზავრა.
CNN-ის ცნობით, ეს მთვარისა და მარსის შესწავლაში მერქნის გამოყენების ტესტირების ეტაპის ფარგლებში მოხდა.
LignoSat-ი კიოტოს უნივერსიტეტში შექმნეს. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მას SpaceX -ის მისიის ფარგლებში ჩაიტანენ, რის შემდეგაც დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 400 კილომეტრის სიმაღლეზე გაუშვებენ. ასე მეცნიერებს კოსმოსის შესწავლაში განახლებადი მასალების გამოყენების პოტენციალის დემონსტრირება სურთ.
წყარო: იმედინიუსი