მსოფლიოს ორი გავლენიანი ქალის დაპირისპირება: რატომ გადაემტერნენ ერთმანეთს ანა ვინტური და მელანია ტრამპი – Marao

მე­ლა­ნია ტრამ­პი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლელ პირ­ველ ლე­დიდ მი­იჩ­ნე­ვა. მისი სტი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ინ­ტე­რე­სი­სა და მი­ბაძ­ვის ობი­ექ­ტია. სწო­რედ ამი­ტომ, მე­ლა­ნი­ას ფა­ნებს ჰქონ­დათ მო­ლო­დი­ნი, რომ მისი ფოტო მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მის, Vogue-გა­რე­კან­ზე და­ი­ბეჭ­დე­ბო­და.
· რო­გორც ჩანს, ასე არ ფიქ­რობს გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ანა ვინ­ტუ­რი, რად­გან პირ­ველ ლე­დად ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე­ლა­ნი­ას ფოტო Vogue-ს გა­რე­კან­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­ლა­ნია ტრამპს გა­მო­ცე­მის გა­რე­კა­ნი 2005 წელს და­ეთ­მო, ამ პე­რი­ოდ­ში ის პირ­ვე­ლი ლედი არ ყო­ფი­ლა.
ანა ვინტურისა და მელანია ტრამპის დაპირისპირება
მე­ლა­ნი­ა­სა და Vogue-ს “ურ­თი­ერ­თო­ბა” არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა მე­დი­ის გან­ხილ­ვის თემა.2022 წელს, Fox Nation-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­ლა­ნია ტრამპმა Vogue-ს “მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი” უწო­და. წამ­ყვან­მა პირ­ველ ლე­დის ჰკი­თხა, თუ რას ფიქ­რობს იმის შე­სა­ხებ, რომ პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, მათ შო­რის ჯილ ბა­ი­დე­ნის, მი­შელ ობა­მას, ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის ფო­ტო­ე­ბი გა­რე­კან­ზე და­ბეჭ­დეს, მას კი ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცა.
ისი­ნი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ეს აშ­კა­რაა. ვფიქ­რობ, ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი და ყვე­ლა ხე­დავს ამას, მე ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი გა­ვა­კე­თე თეთრ სახ­ლში, ვიდ­რე Vogue-ს გა­რე­კან­ზე გა­მო­ჩე­ნაა, – აღ­ნიშ­ნა მე­ლა­ნია ტრამპმა.
· აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი დო­ნალდ ტრამპმაც გა­ა­კე­თა 2024 წელს, საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დროს.
“და­ი­ჯე­რებთ? გჯე­რათ? მე­ლა­ნია იყო Vogue-ის გა­რე­კან­ზე ჩემს პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე, მაგ­რამ შემ­დეგ, მის­თვის ეს კარი და­ი­ხუ­რა. ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ მე­ლა­ნი­ას ეს არ აინ­ტე­რე­სებს. არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე იყო, Vogue-ს გა­რე­კან­ზეც, მაგ­რამ მა­ნამ­დე, სა­ნამ პო­ლი­ტი­კა­ში გა­მოვ­ჩნდე­ბო­დი”, – აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.
რო­გორც The Daily Beast-ი წერს, პირ­ვე­ლი ლე­დის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის, სტე­ფა­ნი უინ­სტონ ვოლ­კო­ფის თქმით, Vogue-ს სურ­და ფო­ტო­სე­სია პირ­ვე­ლი ლე­დის­თვის, მაგ­რამ მე­ლა­ნი­ამ უარი თქვა მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ცე­მამ არ მის­ცა გა­რან­ტია, რომ მის ფო­ტოს ყდა­ზე და­ბეჭ­დავ­დნენ.
გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ძაფ­რდა მე­ლა­ნი­ას მომ­ხრე­ებ­ში უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა მას შემ­დეგ, რაც 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში Vogue-გა­რე­კან­ზე ჯილ ბა­ი­დე­ნის ფოტო და­ი­ბეჭ­და…გაგრძელება
მელანია ტრამპისა და ს ბურუსით მოცული სიყვარული
თეთრ სახლამდე მისასვლელი გზა მელანიასთვის მარტივი არ ყოფილა. -ის ორგზის პირველი ლედი სლოვენიაში გაიზარდა. სამშობლოდან წასვლა განსაკუთრებული გარეგნობის წყალობით მოახერხა – დონალდ ტრამპის გაცნობამდე მელანია საკმაოდ წარმატებული მოდელი იყო და პარიზსა და მილანში მუშაობდა.
ამბობენ, რომ მელანია და დონალდ ტრამპი ერთად აღარ ცხოვრობენ ხშირად ამბობენ, რომ მელანია ტრამპი არ არის თავისი მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ბოლომდე დადასტურებული არ არის, ცოლ-ქმარს შორის არსებული უთანხმოება ხშირად გამხდარა ამერიკული მედიის ინტერესის საგანი.
ინსაიდერის თქმით, მელანია და დონალდი სრულიად განცალკევებით ცხოვრობენ. „ისინი ძალიან ცოტა დროს ატარებენ ერთად“, – განუცხადა წყარომ The Washington Post-ს. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს აქვს სრულიად განსხვავებული განრიგი, რომლის მიხედვითაც ისინი იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს.