მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 90% თურქულ ფქვილს მოიხმარს

თურქეთი მიმდინარე წელს 4 მლნ ტონაზე მეტი ფქვილის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ სექტორის თურქული ასოციაცია აცხადებს.
ამავე ცნობით, თურქეთიდან ფქვილის ექსპორტი თებერვალში 60%-ით, ხოლო იანვარში 22%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით.
„2023 წელს რეკორდული 3,66 მილიონი ტონა ფქვილის ექსპორტის შემდეგ, წელს თურქეთი მიზნად ისახავს ოთხ მილიონ ტონას აღწევდეს“, – განაცხადა წისქვილების საერთაშორისო ასოციაციის (IAOM) ხელმძღვანელმა ერენ გუნჰან ულუსოიმ.
თურქული ფქვილის მწარმოებლებს პროდუქცია ექსპორტზე 164 ქვეყანაში გააქვთ. ბოლო ცხრა წელია თურქეთი მსოფლიოში ფქვილის უდიდესი ექსპორტიორია. შესაბამისად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 90% თურქულ ფქვილს მოიხმარს.
თურქეთმა შარშან ფქვილის ექსპორტიდან 1,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნიდან 344 000 ტ ფქვილი ექსპორტი განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ