მსოფლიოს მთავარი ღვინის ქალაქები – Knight Frank–ის რეიტინგი

ნიუ-იორკი, ლონდონი და სინგაპური 2025 წლის ქალაქების გლობალურ რეიტინგში ლიდერობენ, რესტორნების ღვინის სიაში პრემიუმ ღვინოების არსებობით – რეიტინგი წარმოდგენილია Knight Frank-ის The Wealth Report-ის ფარგლებში.
წამყვანი ქალაქების რეიტინგი ეფუძნება 20 საუკეთესო რესტორანში არსებული პრემიუმ ღვინოების წილს. ტოპ ათეულშია ნიუ-იორკი (9.4%), ლონდონი (9.4%), სინგაპური (11.2%), ჰონგ კონგი (11.7%), პარიზი (8%), მაიამი (7%), შანხაი (8%), ტოკიო (9.2%), დუბაი (3%) და სან ფრანცისკო (5.3%).
ამასთან, ლონდონი არის ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი რესტორანია (519), რომლებიც გვთავაზობენ პრემიუმ ღვინოებს მსოფლიოს 250 საუკეთესო ღვინისა და შამპანურის სახლებიდან. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ნიუ-იორკი (480 დაწესებულება), მესამეზე კი პარიზი (414).
წყარო: rbc