მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ფეხბურთელმა გუნდი შეიცვალა

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალ ფეხბურთელად მიჩნეულმა 24 წლის ხორვატმა ანა მარია მარკოვიჩმა გუნდი შეიცვალა და ამიერიდან პორტუგალიური “ბრაგას” მაისურს მოირგებს.
“გპირდებით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გავცემ. ყოველთვის პოზიტიური განწყობილება მექნება და იმედი მაქვს, რომ მოედანზე რაც შეიძლება სწრად მიხილავთ”, – დაწერა მარკოვიჩმა Instagram-ზე.
მარკოვიჩი ხორვატიაში დაიბადა, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად ციურიხში გადავიდა, როდესაც გოგონა 12 წლის იყო და ანამაც საფეხბურთო კარიერა ამ გუნდში დაიწყო, ბოლოს კი “გრასჰოპერსის” ღირსებას იცავდა.