მსოფლიოს ერთ–ერთმა უმსხვილესმა ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ, მესამე კვარტალში, ოქროს წარმოება შეამცირა

Barrick Gold-მა 2024 წლის მესამე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 943 ათასი უნცია ოქრო აწარმოვა, იტყობინება კომპანია. ეს 9%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
გაყიდვები 6%-ით შემცირდა და 967 ათასი უნცია შეადგინა.
სპილენძის წარმოება და გაყიდვები განახევრდა შესაბამისად 48 ათას ტონამდე და 42 ათას ტონამდე.
კომპანია იმედოვნებს, რომ მეოთხე კვარტალის შედეგები მნიშვნელოვნად უკეთესი იქნება და წლის ბოლომდე წარმოება პროგნოზის ფარგლებში იქნება.
ოქროს საშუალო ფასი მესამე კვარტალში 2474 დოლარი იყო უნციაზე, სპილენძზე – 4,18 დოლარი ფუნტზე, იტყობინება Barrick–ი.
Barrick Gold–ი მე-2 ადგილს იკავებს მსოფლიოს უმსხვილესი ოქროს მომპოვებელთა რეიტინგში. ოქროს აქტივები განლაგებულია -ში, ტანზანიაში, კანადაში, კონგოში, მალიში, პაპუა-ახალ გვინეაში, დომინიკის რესპუბლიკაში, კოტ დ’ივუარსა და არგენტინაში, სპილენძის აქტივები საუდის არაბეთში, ზამბიასა და ჩილეში.

ასევე დაგაინტერესებთ