მსოფლიოს დასუფთავების დღე კერხერთან ერთად: 7 წელი სუფთა მომავლისთვის!

კერხერ-საქართველო 7 წელია, გარემოს დასუფთავების ყოველწლიურ კამპანია წარმატებით უძღვება. კომპანიის მისია ყველასთვის უფრო სუფთა, ჯანსაღი და მწვანე გარემოს შექმნაა.
როგორც კერხერ -საქრთველოში აცხადებენ, მიმდინარე წლების განმავლობაში კომპანიის ინიციატივა გასდცა დედაქალაქის საზღვრებს და მთელი ქვეყანა მოიცვა.
„დღეს, კერხერის გუნდები აქტიურად მუშაობენ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ახლახან შემოერთებულ თელავში. ეს ზრდა ადასტურებს ჩვენი მისიის მნიშვნელობას და საზოგადოების მზარდ ჩართულობას.
ყოველ წელს, ჩვენი გუნდის წევრებისა და მოხალისეების რაოდენობაც იზრდება, რაც გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი გარემოსთვის. კერხერ-საქართველო იმედოვნებს, რომ მომავალში შეგროვებული ნარჩენების რაოდენობა შემცირდება, რაც მიუთითებს უფრო სუფთა და ჯანსაღ გარემოზე. თითოეული ადამიანის მცირე ძალისხმევასაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში.“- აცხადებენ კერხერ საქართველოში.