მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 91-ე ადგილზეა

Gallup World Poll-მა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რეიტინგში საქართველო 147 ქვეყანას შორის 91-ე ადგილზეა. ორგანიზაციამ მონაცემები Oxford Wellbeing Research Centre-თან, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელსა და სარედაქციო კოლეგიასთან ერთად შეაჯამა.
რეიტინგში პირველი ადგილი ტრადიციულად ფინეთმა დაიკავა, მეორეზე , ხოლო მესამეზე ისლანდიაა.
ცნობისთვის, ანგარიში შედგენილია 147 ქვეყნის მცხოვრებლების გამოკითხვის საფუძველზე. გამოკითხვები განიხილავს რამდენიმე ასპექტს: ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერის დონე, კორუფცია და სხვა მონაცემები.
ბედნიერების ინდიკატორი იზომება სამი წლის განმავლობაში კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წლის რეიტინგი შედგენილია 2022-2024 წლების მონაცემებზე დაყრდნობით.