“მსგავს ამბავს ვერც კი ვიხსენებ” – იტალიელი მსახიობი “კვარას” გადაწყვეტილებით აღშფოთებულია

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, იტალიურ მედიაში მითქმა-მოთქმა არ წყდება. გუშინ, “ნაპოლისა” და “ვერონას” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს ნეაპოლურ გუნდში თამაში აღარ სურს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, “კვარამ” პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და პარიზული კლუბი ტრანსფერის დახურვას მომდევნო კვირას შეეცდება.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ნეაპოლელმა მსახიობმა ნელო მაშამ გააკეთა. მისი თქმით, ხვიჩას გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია.
“კვარა”… წარსულიდან მსგავს ისტორიას ვერ ვიხსენებ. ჩემპიონი, რომელმაც ტრანსფერი შუა ჩემპიონატისას მოითხოვა, ტოვებს გუნდს, რომელიც სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ასეთი რამ მხოლოდ “ნაპოლიში” ხდება, რა სამწუხაროა…”, – განაცხადა მაშამ სოციალურ ქსელში.
ეს ჩვენ ვმსჯელობთ კვარას მიზერულ ხელფასზე და უპატივცემულობაზე აქ ყოველდღე, თორემ ამათ აშკარად გონიათ რომ ნორმალური ხელფასი აქვს და უკვირთ რატო მიდისო. ფეხბურთელი ვერ იტყვის ამას პირდაპირ, მის გარშემო მყოფი ხალხი უნდა მუშაობდეს პიარზეც. აქამდე უნდა აეტეხათ ხმაური. ახლა მატარებელი ჩავლილია და უნდა წავიდეს ყველა ვარიანტში.
ასეთი დაუნახავები რომ ხართ ეგ იმის ბრალია. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ხელფასი ასეულშიც რომ არაა, ეგაა დიდი უმადურობა და სიბინძურე და არა კვარას სურვილი მიიღოს შესაბამისი დაფასება.