“მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ – იოკიჩის საოცარი ტყორცნა საკუთარი ნახევრიდან [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “დენვერ ნაგეთსმა” “საკრამენტო კინგსი” 132:123 დაამარცხა. კიდევ ერთი ფენომენალური მატჩი ჩაატარა “კოლორადოელების” ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა. სერბმა კალათბურთელმა 37:23 წუთში 35 ქულა, 22 მოხსნა და 17 საგოლე პასი დააგროვა.
მესამე მეოთხედის ბოლო წამებზე იოკიჩმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან ზუსტად ტყორცნა.
“როგორც კი ვესროლე, ვიცოდი, რომ ჩავარდებოდა”, – განაცხადა იოკიჩმა მატჩის შემდეგ.
“დენვერი” 28 მოგებითა და 16 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, “ნაგეთსი” მორიგ შეხვდდრას 26 იანვარს “მინესოტა ტიმბერვულვზის” წინააღმდეგ გამართავს.