“მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ” – გერმანიის ელჩი საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაზე

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საკვირველად შეცვლილია საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა, ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო შეცვლილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკაც საქართველოსთან მიმართებით და შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი.
საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, აუდიტორიისთვის მიმართვისას გერმანიის ელჩმა საქართველოში საზოგადოებას შეახსენა, რომ „ევროკავშირი არის ჩვენი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სივრცე“ , და ამ სივრცეში გაწევრიანებისთვის ფანჯარა საქართველოსთვის გაიღო ზე ს თავდასხმის შემდეგ, „მაგრამ შეიძლება ფანჯარა დაიხუროს ისევ. ფანჯრები მუდამ ღია ვერ იქნება. იმიტომ რომ ეს პოლიტიკური პროცესია. პოლიტიკა იცვლება”.
„არ გაუშვათ ისტორიული შესაძლებლობა, გაწევრიანდეთ გლობალური მშვიდობის პარტიაში იმიტომ, რომ ეს არის ის, რასაც ევროკავშირის წარმოადგენს“, – თქვა ფიშერმა.
ელჩის სიტყვებით, ის არასოდეს გამხდარა ისეთი პოლიტიკური რიტორიკის ცვლილების მომსწრე, როგორსაც ახლა საქართველოში ხედავს.
„მე მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ. არის ზოგი ობიექტური ფაქტი, რომლის ჩამოთვლაც არ არის სავალდებულო, მაგრამ გამჭვირვალობის კანონი მკაფიოდ ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს… საკანონმდებლო აქტები ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობასთან დიდად თანხვედრაში არ მოდის… თუ მთავრობა აირჩევს ამ მიუღებელ რიტორიკას, ურთიერთობები შეიცვლება… პლუს არის რიტორიკა. როგორღაც გერმანია, ევროკავშირი , -ც კი საუკეთესო მეგობრებიდან, ძლიერი მხარდამჭერებიდან, 30 წლის განმავლობაში განგრძობითად ფანტასტიკური პარტნიორობიდან, როგორღაც, ძალიან გასაკვირად ახლა ვართ საშიშები, ზოგჯერ გვიწოდებენ ფაშისტებს, ტერორისტებს, მსგავსი რიტორიკა არ არგებს პარტნიორობას“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ: „ახლა ესა ევროკავშირის პოლიტიკა/ “
ელჩი ამბობს, რომ აშშ-სთან ერთად გერმანია საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, მაგრამ ახლა პროცესი გადახედვის ეტაპზეა.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. მიმდინარე პორტფოლიოსაც მიმოვიხილავთ. საჭიროა განმეორება, რომ დახმარება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსკენ, ზუსტი რიცხვები არ მაქვს. მაგრამ დაახლოებით 10-15%-ია, რაც არ მიემართება სახელმწიფოს. ასევე, გერმანელმა სამხედროებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმეს, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვაქვს სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია. გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო“, განაცხადა ელჩმა ფიშერმა.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
27 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა, კერძოდ, „აგენტების კანონის“ დამტკიცება კომისიის მიერ შეფასდა უკუსვლად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებთან მიმართებით. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ, 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
მაისში მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე არაუმრავლესობის დეპუტატის დახმარებით, 85 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ უარი ეთქვა კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.
იმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, აშშ-მა კი „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.
დამატებით, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.