მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა – მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი “ჯვაროსნების” მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა.
Opta-ს მიხედვით, “მამარდამ” ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეასრულა.
ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს შეხვდება.
ჩვენი კარების ბურჯი ხარ მამარდა..დღეს უბრალოდ დიდებული იყო..წინა თამი ვინც საჯარიმოში ჩასვლის გამო აკრიტიკებდა ამ ბიჭს დღეს რაო..ყველა ქების ღირსია და თუ რომელიმე ვერ ამართლებს ეს მწრთვნელის პასუხისმგებლობაა მხოლოდ..30 ჯერ გადავახვიე გიოს გოლი დ აიქ მყოფი ქართველების სიხარული და იმედი თვალებში..იმედი არ მოკლებოდეს ყველა ქართველს..მადლობა ნაკრებს ..მე მჯერა ამ თაობის…მსოფლიოზეც გავალთ და საქართველოს ჰიმნს ბევრჯერ გავაჟღერებთ..