მსგავსი აქცია არა მხოლოდ უხერხულია, არამედ თვალსაჩინო მაგალითია იმის, თუ როგორი კრიზისია “ნაციონალურ მოძრაობაში” – რატი იონათამიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის შესახებ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ შეკრებილები, რომლებმაც სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

მიხეილ სააკაშვილის პროცესსა და “ნაციონალური მოძრაობის” აქციას ეხმაურება მმართველი გუნდი.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესები ღია და გამჭვირვალეა. აქციებს კი მხოლოდ ვიწროპარტიული მოტივი აქვს.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, სასამართლო სხდომები მაქსიმალურად გამჭვირვალედ ტარდება, რაც საზოგადოებას აძლევს საშუალებას, პროცესის შესახებ თავად გამოიტანოს დასკვნები.
“პროცესები მიმდინარეობს მაქსიმალურად გამჭვირვალედ. საზოგადოებას, ამით ეძლევა შესაძლებლობა, თავად გამოიტანოს დასკვნები, მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტებიდან გამომდინარე”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სასამართლოს წინ მიმდინარე მცირე აქცია თვალნათლივ წარმოაჩენს “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ კრიზისს.
“ნებისმიერი სახის მსგავსი აქცია არა მხოლოდ უხერხულია, არამედ თვალსაჩინო მაგალითია იმის, თუ როგორი კრიზისია “ნაციონალურ მოძრაობაში” და რადიკალურ ოპოზიციაში და მათი ლუსტრაციისა და მხილების მეტს არაფერს არ აკეთებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა