მსგავსი აქცია არა მხოლოდ უხერხულია, არამედ, თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი კრიზისია “ნაციონალურ მოძრაობაში” – მმართველი გუნდი სააკაშვილის პროცესსა და ენმ-ის აქციაზე

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, ს სასამართლო პროცესს და “ნაციონალური მოძრაობის” აქციას, მმართველი გუნდი ეხმაურება. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესები ღია და გამჭვირვალეა, აქციებს კი, მხოლოდ ვიწროპარტიული მოტივი აქვს.
“პროცესები მიმდინარეობს მართლაც მაქსიმალურად გამჭვირვალედ და საზოგადოებას ამით შესაძლებლობა ეძლევა, თავად გამოიტანოს დასკვნები მხარეების მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებებიდან გამომდინარე. ამის გათვალისწინებით, რამდენად აქტუალურია იმ მცირე ჯგუფის პატარა აქცია, რომელიც ტარდება სასამართლოს წინ, საზოგადოება ამაზე შესაბამისს დასკვნებს აკეთებს,” – აღნიშნა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
“ნებისმიერი მსგავსი აქცია არა მხოლოდ უხერხულია, არამედ, თვალსაჩინო მაგალითია, იმისა, თუ როგორი კრიზისია “ნაციონალურ მოძრაობაში” და რადიკალურ ოპოზიციაში,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების”თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა.
რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში ს პროცესი დაიწყება. სხდომას 7 ნოემბრის ეპიზოდზე, თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტიც დისტანციურად დაესწრება. სავარაუდოდ, ის განცხადებას გააკეთებს. დღეს იგეგმება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა. სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან შეკრებილები, რომლებიც აქციას მართავენ. საქმეში, სააკაშვილთან ერთად, ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე

ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, იყო მარტივი გათვლა – ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო „ბი-ბი-სის“ მიერ, შემდეგ შესაბამისი ჩანაწერები უნდა მოხვედრილიყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში