მსგავსი არაკანონიერი და უსამართლო ქმედება იწვევს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი არა ფაქტობრივი გარემოებით ხელმძღვანელობს, არამედ გლობალური მოთამაშეების ნებას ემორჩილება

მსგავსი არაკანონიერი და უსამართლო ქმედება იწვევს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი არა ფაქტობრივი გარემოებით ხელმძღვანელობს, არამედ გლობალური მოთამაშეების ნებას ემორჩილება
წინა შემთხვევის მსგავსად, ახლაც საქმე არა იურიდიულ დავასთან, არამედ წმინდა წყლის პოლიტიკურ შანტაჟთან გვაქვს, შვეიცარიული ბანკი მიზანმიმართულად ახდენს კლიენტისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, აპირებს უცხოელი ადვოკატების ჩართულობით დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ის წინააღმდეგ, ბანკის მხრიდან დაკისრებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ბანკის მხრიდან მსგავსი არაკანონიერი და უსამართლო ქმედება იწვევს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი არა ფაქტობრივი გარემოებით ხელმძღვანელობს, არამედ გლობალური მოთამაშეების ნებას ემორჩილება და ბიძინა ივანიშვილის დასჯას ცდილობს, რომელმაც საქართველოს ომში ჩართვაზე და ქვეყნის განადგურებაზე უარი განაცხადა.
„შვეიცარიული ბანკები, ბიძინა ივანიშვილის მიმართ არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ მიდგომებს ამჟღავნებენ, რაც ერთის მხრივ ზიანს აყენებს შვეიცარიულ საფინანსო ინსტიტუტებს, მეორეს მხრივ კი აჩენს უსამართლობის განცდას.
დღეს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის. Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), რომელიც ბიძინა ივანიშვილთან, წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა; Julius Baer-ი შეგნებულად მალავს ინფორმაციას, რომლის წარდგენის ვალდებულებას მას კანონი აკისრებს. Julius Baer-ი იქნება მეორე შვეიცარიული ბანკი, რომლის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი სარჩელს შეიტანს, პირველ შემთხვევაში, საქმე ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა (სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ)
წინა შემთხვევის მსგავსად, ახლაც საქმე არა იურიდიულ დავასთან, არამედ წმინდა წყლის პოლიტიკურ შანტაჟთან გვაქვს, შვეიცარიული ბანკი მიზანმიმართულად ახდენს კლიენტისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია, ბანკის მხრიდან მსგავსი არაკანონიერი და უსამართლო ქმედება იწვევს ეჭვს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი არა ფაქტობრივი გარემოებით ხელმძღვანელობს, არამედ გლობალური მოთამაშეების ნებას ემორჩილება და ბიძინა ივანიშვილის დასჯას ცდილობს, რომელმაც საქართველოს ომში ჩართვაზე და ჩვენი ქვეყნის განადგურებაზე უარი განაცხადა!“ – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში