აშშ-ის მსაჯულთა ფედერალურმა ჟიურიმ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯინ კეროლისთვის, ზარალის კომპენსაციის სახით 83,3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. კეროლმა ტრამპი მიუკერძოებელი ჟურნალისტის რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა, როცა უარყო, რომ ის გააუპატიურა სამი ათეული წლის წინ.
80 წლის კეროლმა საჩივარი ტრამპის წინააღმდეგ 2019 წლის ნოემბერში იმის გამო შეიტანა, რომ ტრამპი ხუთი თვით ადრე უარყოფდა მის გაუპატიურებას 1990-იან წლების შუაში Bergdorf Goodman-ის სავაჭრო ცენტრში მანჰეტენში.
77 წლის ტრამპი აცხადებს, რომ არასოდეს გაუგონია კეროლის შესახებ და რომ ქალმა ეს ამბავი მოიგონა, თავისი მემუარების უკეთ გასასაღებლად.
