“მსაჯმა ყველაფერი სამართლიანად გააკეთა, რაც შეეხება მამარდაშვილს…” – რა თქვა ბარახამ “რეალთან” მატჩის შემდეგ

ლა ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ვალენსიამ” “რეალს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ “ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა.
“მსაჯმა თამაში იქამდე დაამთავრა, სანამ ბრაჰიმი ბურთს ჩააწვდიდა, ამიტომ ყველაფერი სამართლიანად მოხდა. თავისუფლად შეგვეძლო, რომ მეტოქესთან სხვაობა გაგვეზარდა. მამარდაშვილმა არაერთხელ გადაგვარჩინა, ნებისმიერ შემთხვევაში ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა, მაგრამ 3 ქულის მოპოვებასთან ახლოს ვიყავით”, – განაცხადა ბარახამ.
შეგახსენებთ, “რეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 66 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, რაც შეეხება “ვალენსიას”, “ღამურები” 37 ქულით
მე-9 ადგილზე არიან.