მსახიობ კოსტა სანიკიძის თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმეს – დაზარალებული “კურიერთან” ამბობს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს

მსახიობ კოსტა სანიკიძის თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმეს. 24 წლის გიორგი გველესიანს, გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს, შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი.
დაზარალებული “კურიერთან” ამბობს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს. “კურიერის” ინფორმაციით, მსახიობი უკვე გამოკითხეს.
“რუსთავი 2-ის” პროექტის, “პრაიმ ჰაუსის” ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა გუშინ გამთენიისას, მისსავე სახლში მოხდა. კოსტა სანიკიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ