მსახიობ ვინ დიზელს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ამერიკელ მსახიობს ვინ დიზელს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. BBC-ის ინფორმაციით, ასტა იოჰანსონმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. ქალი უჩივის როგორც პირადად მსახიობს, ისე კომპანია One Race Films-ს.
სარჩელის მიხედვით, შემთხვევა 2010 წელს, “Fast & Furious 5-ის” გადაღებების დროს მოხდა. ქალი აღნიშნავს, რომ ძალადობიდან რამდენიმე საათში კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.
BBC ავრცელებს დეტალებს იჰანსონის სარჩელიდან. მაგალითად, როგორც ქალის ამბობს, დიზელმა დააიგნორა მისი მკაფიო უარი და თანხმობის არარსებობის მიუხედავად მასზე ფიზიკური ძალის გამოყენებით სექსუალურად იძალადა.
“იოსანჰონი თავს დაუცველად გრძნობდა, თვითშეფასება დაკარგა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა საკუთარ უნარებს”, – წერია სარჩელში.
იოჰანსონის ადვოკატის განცხადებით, ქალს სურს, “დაეკისროს პასუხისმგებლობა ვინ დიზელსა და მათ, ვინც საშუალება მისცა, დაეფარა სექსუალური ძალადობა”.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება