მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა – სხდომა 2 აპრილს ჩაინიშნა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზეც. მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო, რაც შეეხება ადვოკატების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს, მათი ნაწილი დაუშვებლად ცნო. კერძოდ, ერთ-ერთ ადვოკატს მოწმეთა სიიდან ამოურიცხა -ს ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან ტყეშელაშვილი. ამასთან ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელიც დაცვის მხარეს ჰქონდა წარმოდგენილი, ირაკლი შვანგირაძემ დაუშვებლად ცნო.
საქმის არსებითი განხილვა 2 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება, ეს ღირსების შემლახავი მოპყრობაა – სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს, რადგან ელენე ხოშტარიამ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა

ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ – ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს – მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება