მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ რუსთავის თეატრში განცხადება ჩააბარა: მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ჩემ წინააღმდეგ იყენებს თეატრის ადმინისტრაციას, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტს

მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ რუსთავის თეატრში განცხადება ჩააბარა:
 „2024 წლის ნოემბრიდან ვმონაწილეობ სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობაში, საქართველოს კონსტიტუციის და ევრო-ატლანტიკური კურსის დასაცავად. ვითხოვ, იმ პატიმრების, მათ შორის ჩემი კოლეგის, გათავისუფლებას, ვინც პოლიტიკური ნიშნით გახდა უკანონო დაპატიმრების, არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი. სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მათ ოჯახებს, ყველა რეპრესირებულ მოქალაქეს“
 „ხსენებულიდან გამომდინარე ასევე დაიწყო ჩემი პოლიტიკური ნიშნით დევნა. რაც გამოიხატა თეატრის მხრიდან ჩემთვის წინა საახალწლოდ პრემიის არგაცემაში, შემდეგ ხელფასის 10%-იანი მატების გარეშე დატოვებაში და მშვიდობიანი, კანონიერი, კონსტიტუციით და ადამიანის უფლებებით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლებისთვის სამართალდამცავების მხრიდან სამჯერ, ყოველ ჯერზე 5000 ლარით დაჯარიმებაში“
 „მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ჩემ წინააღმდეგ იყენებს თეატრის ადმინისტრაციას, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტს. ყველაფერთან ერთად ამით აიხსნება ისიც, რომ თეატრს არ აღმოაჩნდა ძალა გამოეხატა ჩემთვის თუნდაც სიტყვიერი სოლიდარობა, როცა გამოხატვის თავისუფლებისთვის შემილახეს სახელი, ღირსება, სასამართლოში დამიბარეს და უკანონოდ მდევნეს“
 „ასეთი მოპყრობა მე მიტოვებს ზნეობრივ და სამართლებრივ უფლებას არ მივიღო მონაწილოება წარმოდგენებში, რადგან სოლიდარობა, სამართლიანობა და ღირსება ფასეულობებია, რომელსაც ვემსახურები როგორც სცენაზე, ისე სცენის მიღმა“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“