მსახიობი კრისტიან ოლივერი 2 ქალიშვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა

კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ახლოს კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად პილოტი და სამივე მგზავრი დაიღუპა.
თვითმფრინავის ბორტზე გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი და მისი ორი ქალიშვილი – 10 წლის მადიტა და 12 წლის ანიკა იმყოფებოდნენ. მგზავრები სანტა სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროდან სანტა ლუსიისკენ მიფრინავდნენ.
ოლივერი 90-იან წლებში გერმანულ სერიალებსა და ფილმებში თამაშობდა. 2002-2004 წლებში სამშობლოში პოპულარობა მოუტანა სერიალ Cobra 11-ში შესრულებულმა როლმა, მოგვიანებით კარიერა -ში გააგრძელა.
სხვადასხვა დროს ოლივერს შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში The Good German, Speed Racer, Valkyrie, The Three Musketeers, Sense8, Indiana Jones 5.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმ სამარცხვინო ტყუილის შემდეგ, რაც გუშინ “რეაბილიტაციის” კომიტეტმა ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხო განცხადებაში იკადრა, კიდევ ერთხელ ვასაჯაროებთ სახურავზე დაგროვებული თოვლის ამსახველ ფოტომასალას”