მსახიობი თამრიკო მილდიანი გარდაიცვალა

“ყველასთვის საყვარელი მსახიობი გარდაიცვალა” – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ს ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ აფხაზეთის დამსახურებული არტისტის, სოხუმის ს სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის თამრიკო მილდიანის გარდაცვალების გამო.
გამორჩეული მსახიობი თამრიკო მილდიანი მრავალი წელი მუშაობდა სოხუმის თეატრში და მაყურებელს თავი არაერთი დაუვიწყარი როლით დაამახსოვრა, მათ შორის: კოლონკელიძის ასული შორენა- სპექტაკლში „დიდოსტატის მარჯვენა” (რეჟ.: გოგი ქავთარაძე), მეორე ახალგაზრდა – სპექტაკლში „გვარდია” (რეჟ.: იური კაკულია), თამარა-სპექტაკლში „მარადისობის კანონი” (რეჟ.: გიზო ჟორ) და მრავალი სხვ.
კიდევ ერთხელ ვწუხვარ და თანადგომას ვუცხადებ თამრიკო მილდიანის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ნანა გაბელია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი” – წერია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია – თუ ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

შალვა პაპუაშვილი – დანამდვილებით ვიცით, რომ „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არჩევნებისთვის არა თუ ემზადებიან, აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული – სასაცილოა, რომ ეს ადამიანები ამომრჩევლებს თვალში ნაცარს აყრიან