მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები, ტელეწამყვანები – ვინ ესწრებოდა „ოცნების“ ღონისძიებას

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე 3 თვით ადრე საარჩევნო კამპანია დაიწყო და ახალი ცენტრალური ოფისი გახსნა. ღონისძიებას ათობით ადამიანი ესწრებიდა. მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან და მინისტრები. გარდა ამისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ: სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები და ტელეწამყვანები.
რადიო თავსიუფლებამ სტუმრებს შორის შენიშნა:
· რობერტ სტურუა – რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;
· ნანული სარაჯიშვილი – მსახიობი;
· მადონა კოიძე – გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი;
· მანანა თოდაძე – მომღერალი;
· რამაზ ნოზაძე (მსოფლიო ჩემპიონი) და მისი ცოლი – ხატია სიჭინავა;
· ლაშა ტალახაძე – ოლიმპიური ჩემპიონი;
· ჯგუფი „ქუჩის ბიჭების“ წევრები: ზურა ხაჩიძე (ცოლთან ხათუნა ჟორსთან ერთად), ირაკლი ნოზაძე, პაატა ხაჩიძე;
· სოფო ხალვაში – მომღერალი, ს ვიცე-მერი;
· საოპერო მომღერალი თამარ ივერი და მისი ქმარი – რაულ ცხადაძე;
· მსახიობი დათო ხურცილავა (ჯაპანა);
· „ფორტეს“ წევრები: ზურა მანჯავიძე, ნინო ახობაძე;
· თიკა რუხაძე – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი;
· ზურა ხიზანიშვილი – ვეტერანი ფეხბურთელი;
· ალექსანდრე ჩივაძე – ვეტერანი ფეხბურთელი;
· თენგიზ სულაქველიძე – ვეტერანი ფეხბურთელი;
· ივანე ჩხაიძე – „ერისიონის“ სოლისტი;
· ნანა შონია – მსახიობი;
· ზურაბ ჩხაიძე – მეღვინე, ბიზნესმენი;
· მარიკა კვალიაშვილი – კომპოზიტორი;
· ნატო დუმბაძე – მუსიკალური პროდიუსერი;
· ქეთი დუმბაძე – მწერალთა სახლის დირექტორი;
· გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანები: ნოე სულაბერიძე, ირაკლი მაქაცარია, ნინო ნადირაძე;
· დიზაინერი ზალიკო ბერგერი;
· სალომე ბაკურაძე – მომღერალი;
· თემურ მიქელაძე – პედიატრი.
ღონისძიება 20:30 საათზე დაიწყო და თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მიწვეულ სტუმრებსა და ამომრჩეველს მიმართეს: პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი , პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა და ამავდროულად პარტიის გენერალურმა მდივანმა მ, ბოლოს კი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ