მერვე კლასის მოსწავლე, ანასტასია გუგუჩია, სოციალურ ქსელში, პედაგოგის დაკავების კადრს აქვეყნებს და წერს:
ყველა მასწავლებელს, განსაკუთრებით ჩემი სკოლის მასწავლებლებს მოგიწოდებთ, რომ გააპროტესტოთ და სოლიდარობა გამოუცხადოთ Nino Gudashviliს! ჩემი ინგლისურის მასწავლებელი და თქვენი კოლეგა უდანაშაულოდ დააკავეს! ვისაც ჯერ არაფერი არ გითქვამთ ამაზე: როცა გაათავისუფლებენ როგორ შეხვდებით, როგორ შეხედავთ მას? სადაა სინდისი და ნამუსი?! სახლში ჯდომით და ვითომ “საქართველოზე ფიქრით” არაფერი შეიცვლება! ვინ იცის თქვენ გულში რას ფიქრობთ? – ამიტომ საჯაროდ უნდა გააგებინოთ ყველას! გააგებინოთ მთავრობას! უნდა შეეწინააღმდეგოთ მათ არასწორ გადაწყვეტილებებს! მრცხვენია ყველა ჩემი მასწავლებლის, ვინც ჩუმადაა! როგორ გავჩერდე თქვენს გაკვეთილებზე? რაღად გვინდა თქვენი სწავლება, თუ გზები ჩაგვიკეტეს, ევროკავშირში არ გაგვაწევრიანეს, ჩვენს მტერ რუსეთთან იმეგობრეთ! იაზროვნეთ! გაანძრიეთ ხელ-ფეხი! მე-8 კლასელს არ მიჭირს და არ მეშინია ჩემი აზრის გამოთქმის და თქვენ, ამხელა ადამიანებს (და მაინც ამას ადამიანი ჰქვია??), მასწავლებლებს რისი გეშინიათ? განა ჩუმად და შიშში ყოფნა უარესი არაა?! ფულის გამო სამშობლო გაგვიყიდეს. მთავრობიდან დაწყებული, პოლიციელებით და მოსამართლეებით დამთავრებული. თუ ფიქრობთ, რომ მე ამაში, ასეთ საქმეებში არ უნდა ვერეოდე, რადგან ბავშვი ვარ – ძალიან ცდებითპოლიტიკა ყველას ეხება სოლიდარობა ყველას ვინც გუშინდელ მარშზე დააკავეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება საქართველოს!




