მრავალძალზე კურორტის განვითარება, მათ შორის შოვის ინვესტორ “სიმეტრიასაც” სურს – ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მრავალძალის კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის, მოსახლეობის და ინვესტორების პოზიცია სრულ თანხვედრაშია.
როგორც ქვრივიშვილმა მრავალძალის კურორტის განვითარების შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაინტერესება ყველა იმ ინვესტორის მხრიდან არის, რომელთაც რაჭაში, მათ შორის შოვში ტურიზმის მიმართულებით ინვესტირება სურდათ. BMG-ის დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა მათ შორის კომპანია „სიმეტრია“, რომელიც ს ტრაგედიამდე კურორტზე $140 მლნ-იან პროექტის განხორციელებას გეგმავდა, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ კომპანია დაინტერესებულია და მათთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ასევე დაგაინტერესებთ

„რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება“ – დავით სონღულაშვილი