Fox News-ს ისრაელურმა წყაროებმა განუცხადეს, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის, რომელიც 28 თებერვალს ისრაელის იერიშის შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟია, რეალურად რეჟიმის მართვის სადავეები არ უკავია და “სიცარიელეს” წარმოადგენს.
ეროვნული უსაფრთხოების ისრაელელი წყაროები ამბობენ, რომ ირანის ამჟამინდელი რეჟიმი დაბნეულია და მოჯთაბას ხელმძღვანელობა “გაუმართავ” რეჟიმს უკავშირდება.
“ირანის ახლანდელი ხელმძღვანელობა გატეხილი, დაბნეული და თითქმის გაუმართავია.” – ამბობს ეროვნული უსაფრთხოების კვლევებისა და მისგავის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, კობი მაიკლი Fox News-თან საუბრისას.
“მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ არ ჩნდება, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს სანდო ცნობები, რომ ის არ აკონტროლებს და არ ხელმძღვანელობს რეჟიმს ან იმას, რაც რეჟიმისგან დარჩა”. – ამბობს ის.
მანამდე გამოცემა Telegraph მოპოვებულ აუდიოჩანაწერზე დაყრდნობით წერდა, რომ მოჯთაბა ხამენეი 28 თებერვალს, როცა მამამისი მოკლეს, სიკვდილს რამდენიმე წუთით გადაურჩა, რადგან ისრაელის სარაკეტო იერიშამდე ცოტა ხნით ადრე მიზანში ამოღებული კომპლექსი სასეირნოდ დატოვა.
აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, ხამენეის სამსახურის პროტოკოლის უფროსი, მაზაჰერ ჰოსეინი, ამბობს, რომ მოჯთაბა “ფეხში მცირედით დაშავდა.”
ირანის უზენაეს ლიდერად არჩევის შემდეგ მოჯთაბა საჯაროდ არ გამოჩენილა. 12 მარტს მან მხოლოდ წერილობითი განცხადება გააკეთა და აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში ეჭვქვეშ დააყენა ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის სიცოცხლის საკითხი. “არც კი ვიცი, ცოცხალია თუ არა. ჯერჯერობით ვერავინ შეძლო მისი ჩვენება,” აღნიშნა ტრამპმა ინტერვიუში.
ტრამპი: თუ მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია, ქვეყნისთვის ჭკვიანურად უნდა მოიქცეს და დანებდეს
ამას გარდა, CBS News-ის წყაროების მიხედვით, აშშ-ს დაზვერვის სამსახურმა პრეზიდენტ ტრამპს აცნობა, რომ ირანის გარდაცვლილ უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, თავისი შვილის ხელისუფლებაში მოსვლის მიმართ უნდობლად იყო განწყობილი.
CBS: ხამენეი თავისი შვილის ხელისუფლებაში მოსვლის მიმართ უნდობლად იყო განწყობილი