მოჯადოებულ წრეში ვდგავართ და იგი უნდა გავარღვიოთ, ყველაზე უარესი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს უმოქმედობაა – ანალენა ბერბოკი მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენები კატასტროფაა სთვის, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
მისი თქმით, ამ ომს გავლენას აქვს სთან მიმართებაშიც, ამასთან, სათანადო ყურადღება არ ეთმობა იმ სისასტიკეს, რომელსაც უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმებით სჩადის.
“ახლა ჩვენ მოჯადოებულ წრეში ვდგავართ და იგი უნდა გავარღვიოთ, ყველაზე უარესი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს უმოქმედობაა. ღაზაში მიმდინარე მოვლენები კატასტროფაა ისრაელისთვის, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის ნაპერწკალი, რომელმაც შესაძლოა მთელი რეგიონი კონფლიქტში ჩაითრიოს. ცეცხლი უნდა შეწყდეს და ამ მოწოდების ადრესატი ორივე მხარეა. ჩვენ ამ ომის გავლენას ვხედავთ უკრაინასთან მიმართებაშიც. სათანადო ყურადღება არ ეთმობა იმ სისასტიკეს, რომელსაც რუსეთი უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმებით სჩადის”, – განაცხადა ბერბოკმა დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 60 სახელმწიფო ლიდერი და 3 000 მაღალი რანგის სტუმარი მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილვას.
ამასთან, შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. დაგეგმილია ს სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა გარდაუვალია – თავის დროზე არ იცოდნენ, რომ სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში პარტიას უჩერდებოდა დაფინანსება, ახლა გაიგეს, რომ ასეთი კანონი არსებობს, ამიტომ უწევთ, რომ შემოიყვანონ დეპუტატები პარლამენტში