ღონისძიების მთავარმა მებრძოლებმა, დაპირისპირებამდე ESPN MMA-ს პირდაპირ ჩართვაში სიტყვები გაცვალეს და მოახლოვებულ ბრძოლაზე ისაუბრეს.
ქართველმა “მატადორმა” მეტოქეს კრივის მონაცემები დაუწუნა და უთხრა, რომ მას არც დარტყმის სიძლიერე გააჩნია და არც ტექნიკა. მაქსსა და ჯასტინ გეიჯის (25-5) ორთაბრძოლას, რომელშიც ჰოლოვეიმ ბოლო წამის ნოკაუტით ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა, ილიამ მოსაბეზრებელი უწოდა.
ინტერვიუს მიმდინარეობისას, თოფურიამ ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკისაც (26-4) გაჰკრა კბილი, რომლის წინააღდეგაც UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამარი
მოიპოვა: “მოხუცთა თავშესაფარი გავხსენი. ვოლკანოვსკის აქვს უკვე ერთი ოთახი და 26 ოქტომბერს მეორეში შენ შეგიშვებ”, – მიმართა ილიამ მაქს ჰოლოვეის.
ცნობისთვის, ილია თოფურია UFC-ის POUND FOR POUND-ის რეიტინგის მე-4 ნომერია, მაქს ჰოლოვეი კი ამჟამად მე-11 ადგილს იკავებს. მოახლოვებული დაპირისპირება MMA-გულშემატკივრებისათვის ერთ-ერთი საინტერესოა, რადგან ერთმანეთს სტილით ორი მსგავსი მებრძოლი შეხვდება.