მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, ნაციონალური მოძრაობა კი, ზურგიდან იპარებოდა, როცა სამშობლო იყო დასაცავი

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი ყაზბეგელების მიმართ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ შეურაცხყოფას ეხმიანება. „მოხევეობა ეს არის სიამაყე, ნაცობა – სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს“- აღნიშნა ხუნდაძემ და განმარტა, რომ მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი ჩუმად იპარებოდნენ, როდესაც ქვეყანას დაცვა სჭირდებოდა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მოხევეების სამშობლოსადმი სიყვარულმა ნატა ფერაძე და გია ჭანტურია მოთმინებიდან გამოიყვანა. დეპუტატის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები არ იცნობენ მოხევეებს, თუმცა მოხევეები კარგად იცნობენ ნაცებს, ამიტომ 26 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, გასცემენ პასუხს.
„მოხევეების სამშობლოსადმი სიყვარულის მაღალმა ხარისხმა გააოცა ნატა ფერაძე და მოთმინებიდან გამოიყვანა გია ჭანტურია. როგორც ჩანს, ისინი არ იცნობენ მოხევეებს, მაგრამ მერწმუნეთ, მოხევეები კარგად იცნობენ ნაცებს.
მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად და მედგრად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, ნაციონალური მოძრაობა კი, ზურგიდან იპარებოდა, როცა სამშობლო იყო დასაცავი. მოხევეების ვაჟკაცობის დაწუნება, რა თქმა უნდა, მიუღებელია და 26 ოქტომბერს, ხევში, მათ კიდევ ერთხელ გასცემენ პასუხს. მოხევეობა ეს არის სიამაყე, ნაცობა – სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს.“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა-ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება

იგორ ნარმანია 20 კაცით თავს დაესხა 2 ადამიანს და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, იმიტომ, რომ „ნაცია“, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მათ შორის, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ – მოძალადე