მოხარული ვარ, რომ ჩვენ კარი გავუღეთ დასავლეთ ბალკანეთს, ასევე უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს – პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ევროპისთვის 2024 წელი გარდამტეხი იქნება. ამის შესახებ მან დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ევროპის მომავალზე.
“წარმოიდგინეთ, რომ ახლა 2030 წელია. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიომ ვერ შეძლო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. წარმოიდგინეთ, რომ დეზინფორმაციამ და პოლარიზაციამ ძირი გამოუთხარა დემოკრატიას, გაციფრულებამ და ხელოვნურმა ინტელექტმა კი მილიონობით ადამიანი შრომითი ბაზრიდან გააქრო. წარმოიდგინეთ და დასვით შეკითხვა, ეს სცენარი მისაღები იქნება თქვენი მოქალაქეებისთვის, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის? სასწორზე ბევრი რამ დევს, 76 ქვეყანაში წელს ა, ამასთან გადამწყვეტი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები მთავარ საზოგადოებრივ დილემებთან დაკავშირებით.
მე მაქვს პოზიტიური დამოკიდებულება ევროპის მომავალზე. ჩვენ ბევრი კრიზისი გადავიტანეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში: პანდემია, ომი ში, ახლა ვართ იმის მომსწრეებიც, რომ ევროკავშირი გახდა უფრო ფედერალური, უფრო ინტეგრირებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენ კარი გავუღეთ დასავლეთ ბალკანეთს, ასევე უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს”, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს