მოხარული ვარ, რომ დღეს უნგრეთში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს იგრძნობა ჩამოსვლის პირველივე წუთიდან. დარწმუნებული ვარ, ძალიან პროდუქტიული და ძალიან ეფექტიანი შეხვედრები გაიმართება

მოხარული ვარ, რომ დღეს უნგრეთში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს იგრძნობა ჩამოსვლის პირველივე წუთიდან. დარწმუნებული ვარ, ძალიან პროდუქტიული და ძალიან ეფექტიანი შეხვედრები გაიმართება
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენი მეგობრობა და ჩვენი შესაძლებლობა, ყველანაირი ინსტრუმენტი მეტი კომუნიკაციისთვის და მეტი ურთიერთობისთვის. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა დღეს ევროპაში , – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა.
„სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ბოლო პერიოდის ტენდენცია არის, რომ გვექცევიან საკმაოდ უსამართლოდ. ამას ნამდვილად არ იმსახურებს საქართველო. მე მოხარული ვარ, რომ დღეს უნგრეთში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს იგრძნობა ჩამოსვლის პირველივე წუთიდან და დარწმუნებული ვარ ძალიან პროდუქტიული და ძალიან ეფექტიანი შეხვედრები გაიმართება“, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.
უნგრეთში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე. დღეს ვიქტორ ორბანს შეხვდება, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე უნგრელ კოლეგას, ლასლო კოვერს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე