“მოწინააღმდეგე გუნდის დაცვას უბრალოდ აგიჟებს” – რას წერენ ესპანელები მიქაუტაძეზე?

გიორგი მიქაუტაძე “სევილიასთან” გასვლითი მატჩის 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მისი ჩინებული დრიბლინგისა და პასის შედეგად მანორ სოლომონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
მისი თამაშით ესპანელი გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან და ქართველი ფორვარდის თამაშს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურებიან.
“მიქაუტაძე განსაკუთრებული ფეხბურთელია. მოწინააღმდეგე გუნდის დაცვას უბრალოდ აგიჟებს, მას ბურთთან ელიტური შეხება აქვს, “ვილიარეალს” კი ტოპ ფორვარდი ჰყავს.
“გიორგი მიქაუტაძე დაუჯერებელია. წარმოუდგენელი ფეხბურთელია, რომელიც უფრო და უფრო უკეთესი ხდება. “ვილიარეალს” უკვე ორჯერ დაეხმარა.
“მიქაუტაძე რა ფეხბურთელია! “ვილიარეალს” ეტა-ეიონგი უნდა შეენარჩუნებინა, მათ საოცარი კავშირი ექნებოდათ”.
“ვილიარეალმა” პრიმერაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 13 ქულით მესამე ადგილზეა და 27 სექტემბერს “ატლეტიკს” უმასპინძლებს.
· . ვვარაუდობდი,რომ სევილია,ვილიარეალთან წაგებების სერიას კიდევ ერთს აღარ დაუმატებდა.საქმეც აქეთკენ მიდიოდა,ყველაფერი იღონეს საამისოდ,მაგრამ გამოვიდა გიო და ჩემი პროგნოზიც ყირაზე დააყენა.უკვე ფაქტია,რომ სოლომონთან მშვენიერი დუეტი ჩამოუყალიბდა და უკვე მეორე თამაშია მათ დუეტს გოლი გააქვს.პეპე ეტყობა როგორც მასპინძელი,თავს მათზე მაღლა აყენებს და ამ თამიც მათ არ იმჩნევდა.ჯერჯერობით იგებენ და ამაზე ბევრს არ ეუბნებიან,მაგრამ როგორც კი ქულებს დაკარგავენ,მის მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდება.არ შეიძლება პირადულის გუნდის ინტერესებზე წინ დაყენება,როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი არ არის.მით უფრო მაშინ,როცა ამის შედეგი უარყოფითია და მომენტებს აფუჭებ.
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი – “ლივერპულმა” “საუთჰემპტონი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
[VIDEO] “რასაც მოედანზე და მის მიღმა ვაკეთებ, დიდი ყურადღებით აკვირდებიან და მინდა, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო” –