პლატფორმა “სალამი” აცხადებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ რეპრესიული კანონის ამოქმედება მათ წინააღმდეგაც დაიწყო.
“პლატფორმა „სალამ”-მა ჩაიბარა ანტიკორუფციული ბიუროს წერილი, რომელიც პლატფორმის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშია გამოგზავნილი. წერილის თანახმად, წარმოება დაწყებულია „გრანტის შესახებ“ კანონზე დაყრდნობით და ბიურო პლატფორმა „სალამს“ სთხოვს გარკვეული სახის მოცულობითი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას”, – წერს პლატფორმა.
„სალამი“ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციაა, მათი საქმიანობის სფერო საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის და ინტეგრაციის საკითხებია.
“რეპრესიული კანონების მიღებამ მნიშვნელოვნად გააუარესა პლატფორმა „სალამ”-ის მდგომარეობა და შექმნა (და კვლავაც ქმნის) ხელოვნურ ფინანსურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ ბარიერებს. შედეგად, პლატფორმას ეზღუდება შესაძლებლობა, ეფექტიანად დაიცვას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები.
დღეს, რეპრესიული კანონების მეშვეობით, ხდება მცდელობა, რომ უმცირესობებს, რომლებსაც ისედაც შეზღუდული უფლებები აქვთ, სრულად წაერთვათ მათთვის დარჩენილი ბერკეტებიც. პლატფორმა „სალამი“ განაგრძობს ბრძოლას და არ დაუშვებს უმცირესობების უფლებების წარმევას”, – წერს მოძრაობა 25 სექტემბერს.
