მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს
მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს:
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ოფიციალურად დაფუძნდა და ჩვენს მიერ გავრცელებულ მანიფესტში, დეტალურად აღვწერეთ საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნები და ამოცანები. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ხელისუფლების ნაკლებმა გამბედაობამ და „ქართული“, გარედან მართული ოპოზიციის ქმედებებმა ჩვენი ქვეყანა ძალიან სახიფათო ნიშნულამდე მიიყვანა.
სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით კი, ევროკავშირი ლამის რელიგიის დონეზეა აყვანილი, რასაც კონკრეტული ძალები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად იყენებენ და იმასაც კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლება უძლურია, ამ იარაღს რაიმე დაუპირისპიროს. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ჩვენი გაერთიანების ძალისხმევით ქართული საზოგადოება აღვჭურვოთ სიმართლით და საქართველოს არაკეთილისმოსურნეებს არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ ზემოთ აღნიშნული მოცემულობა.
ამ მცირე, განმარტებითი შესავლის შემდეგ, გვსურს კონკრეტული თემის შესახებ ჩვენი მოძრაობის პოზიცია გაგაცნოთ.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირი წყვეტს 30 მილიონიან პროგრამას, რომელიც განკუთვნილი იყო ქართული ჯარისთვის. ციტატა: „პაველ ჰერჩინსკი – 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია – ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც“… ჰერჩინსკის ამ მუქარას წინ უსწრებდა – ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომლის მიხედვითაც მათ გააუქმეს ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები.
ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, კარგად ორგანიზებულ ამ კამპანიას ცხადია გაგრძელება საქართველოში მოჰყვა. რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა ტელევიზიებმა დღის წესრიგი სწორედ ამ გარემოებებზე ააგეს და დაიხატა სურათი, რომლის თანახმადაც აშშ და ევროკავშირი აღარ გააგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოსთან, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იქნება. გეგმის ავტორების მიზანიც სწორედ ესაა – საქართველოში ლამის რელიგიად ქცეული ევროკავშირი როდესაც გაშანტაჟებს შენთან ურთიერთობის გაწყვეტით, როდესაც უხეშად გეუბნება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ცხადია მათ აქვთ იმედი და გათვლა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს ხალხის მღელვარებას და საქართველოში რევოლუციას, რევოლუცია კი შედეგად ხელისუფლებაში დააბრუნებს იმ ადამიანებს, რომლებიც დავალებების უსიტყვოდ შემსრულებლები არიან.
ცხადია, აქ ევროკავშირი, ჰერჩინსკი, ბორელი და სხვა ევროჩინოვნიკები არაფერ შუაში არიან. მათ არავინ ეკითხება, რას შეაჩერებენ, რას გაყინავენ და რას გააგრძელებენ – მათ აქვთ ერთადერთი მისია, შეასრულონ ის დავალება, რომელიც ერთი ცენტრიდან მოდის და ეს ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. უფრო მეტიც, არც ამერიკის პრეზიდენტია რაიმე გადაწყვეტილებების მიმღები არც საშინაო და არც საგარეო საკითხებში, ისიც სწორედ ამერიკული მმართველი ცენტრის დაქვემდებარებული პერსონაა.
თუ უფრო სიღრმისეულად გავაანალიზებთ აშშ – ს და ევროკავშირის ბოლო კვირის გადაწყვეტილებებს, ვნახავთ, რომ შანტაჟის გარდა სხვა მიზანი ამ ქმედებებს არ ჰქონია. აქ არაფერ შუაშია არც დემოკრატიის უკუსვლა, არც ქვეყნის კურსის ცვლილება და არც სხვა რაიმე „სამართლიანი“ პრეტენზია. უფრო მეტიც, რა უნდა იყოს იმაზე დიდი უსამართლობა, რომ უმიზეზოდ დასაჯო რეგიონში ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი.
ქვეყანა, რომელიც არის „ნატოს“ ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი საერთაშორისო მისიებში, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო და სანაცვლოდ ღია კარის ორპირ ქარში დააყენეს ალიანსში გაწევრიანების ტყუილი დაპირებებით, ბოლოს კი ერთობლივი წვრთნების შეჩერებით „დასაჯეს“.
მმართველი ცენტრიდან ანალოგიური, საქართველოს „დასჯის“ ბრძანება მიიღო ევროკავშირმაც, რომელმაც ქართული ჯარისათვის გამოყოფილი 30 მილიონი გაყინა და ეს პროცესი ქართულ რადიკალურ მედიას ლამის აპოკალიფსად და ქართული ჯარის ჩამოქცევად გაასაღებინა. რეალურად კი, ის პროგრამა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ ზუსტად ერთი წლის წინ არის დაწყებული და ცხადია, მას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ნათელია, რომ 2023 წლის 4 მაისს 30 მილიონიანი პროგრამა სწორედ იმიტომ წამოიწყეს, რომ საჭირო დროს შანტაჟისათვის გამოეყენებინათ და ეს საჭირო მომენტი მმართველი ცენტრის მესვეურებმა სწორედ ახლა დაინახეს.
ყველაზე მძიმე ამ საკითხში კი სწორედ ის არის, რომ აშშ – ც და ევროკავშირიც პირველ დარტყმებს ქართულ ჯარს აყენებენ. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი – დღეს ქართული ეკლესიის შემდეგ ქართულ ჯარს ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში. მეორე და მთავარი – ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნეთა მიზანია, რომ მღელვარება სწორედ იმ უწყებაში შექმნან, საიდანაც უმართავი პროცესების გამოწვევის შანსი ყველაზე დიდია. მით უმეტეს, რომ ამის გამოცდილება აშშ-ში არსებული მმართველი ცენტრის ხელმძღვანელებს ძალზედ დიდი აქვთ – ისინი ხომ არასასურველი მთავრობების მოცილებას უკვე აპრობირებული მეთოდებით ცდილობენ და როდესაც საპროტესტო აქციებით მიზანს ვერ აღწევენ, შემდეგ პრევენციულ დარტყმებს სწორედ სამხედროებზე აკეთებენ.
და მაინც, რა არის ის მთავარი მიზანი, რის გამოც ასე გამეტებით ებრძვიან ჩვენ ქვეყანას და ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის აშშ-დან მართულ ევროკავშირსაც ბოლომდე იყენებენ საქართველოს წინააღმდეგ? მიზანი ძალიან მარტივია – მათ სურთ საქართველოში იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელიც დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს და ამ რეალობაში ეს დავალება ომის დაწყებას გულისხმობს. აშშ-ში არსებულ მართვის ცენტრს ვერაფრით მოუნელებია, რომ მათ კაბინეტებში დაწერილი სცენარი ბოლომდე ვერ შესრულდა, რაც სთან ერთად საქართველოს ომში ჩართვას გულისხმობდა.
სწორედ ამიტომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უფლებააყრილ და სუვერენიტეტდაკარგულ ევროკავშირში ჩვენ არათუ არ მიგვიღებენ, არამედ პირიქით, ჩვენ არაფერი გვესაქმება ამ გაერთიანებაში. და თუ ვინმე იფიქრებს, რომ განწირულები ვართ ამ პროცესში, რადგან უაღრესად ძლიერ და დიდ ძალას ვუწევთ წინააღმდეგობას უთანასწორო ბრძოლაში, მათ საპასუხოდ ვიტყვით, რომ პოლიტიკაში გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს. ამჟამად ჩვენი ქვეყნის ხსნა სწორედ რომ ნეიტრალური პოზიციის დაკავებასა და ალტერნატიული, ისეთი მეგობრების ძიებაშია, რომლებიც საქართველოს მიმართ გამოხატავენ პატივისცემას და არ მოითხოვენ ვასალურ დამოკიდებულებას.
საბედნიეროდ, მრავალპოლუსიან სამყაროში ამის შანსი არის, მთავარი კი საზოგადოების ინფორმირებაა. ხალხის გაბრიყვების და დამონების გარეშე, საქართველოში ვერც ერთი მტერი მიზანს ვერ მიაღწევს, ამიტომ დიდ პატივად მიგვაჩნია ქართველ ხალხს ჩვენი პოზიცია გავუზიაროთ და როგორც მინიმუმ, ალტერნატიული მოსაზრებებით მსჯელობის საშუალება მივცეთ.”– ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი