მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე – მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით

მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით, – ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოში დემოკრატია დასრულებულია.
„საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს…. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”,- განაცხადა ცეცხლაძემ.
მან ასევე სამართალდამცავებს მიმართა და განმარტა, რომ ის აპრილ-მაისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, მაშინ ახალგაზრდები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, ახლა კი პიროტექნიკას იყენებდნენ.
„მსურს დაფიქრდეთ, საზოგადოება რატომ მივიდა აქამდე, რა ალტერნატივა დაუტოვა სახელმწიფომ?” – განაცხადა ცეცხლაძემ.
ბრალდებულებიდან ხუთს – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს