“მოძრაობა დავიწყეთ გორიდან, სწორედ იმ სამარცხვინო განცხადების გამო, რომელიც აქ გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა გორში რეგიონული შეხვედრას გამართეს, სადაც გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, მ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:
“ჩვენ ვართ ალტერნატივა, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს მშვიდობიანი გამარჯვების და აღმავლობის გზაზე. ყოველი გასვლა, ყოველი შეხვედრა, სიამაყით მავსებს, იმიტომ რომ მოდიან ადამიანები აკადემიური წრეებიდან, მხატვრები, მეცნიერები, გვიერთდებიან და გვეუბნებიან, იმიტომ რომ აი, ამ გუნდში ჩვენ შევძელით და მოვიზიდეთ ახალგაზრდა, არა პოლიტიკაში მყოფი, ანუ, არა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, არამედ სუფთა წარსულით, ნამდვილად სუფთა წარსულით და რაც ყველაზე მთავარია მაღალი პროფესიონალიზმით. სწორედ ასეთი გუნდი, ასეთი ახალგაზრდული, პროფესიონალური გუნდი არის გამოსავალი ნამდვილი გამარჯვების. ამ გამარჯვებას ჰქვია ‘’ძლიერი საქართველო”. ჩვენ ჩამოვალ რეგიონებში, ვიქნებით ყველგან, დავიწყეთ ჩვენი მოძრაობა და რეგიონული გასვლა გორიდან. სწორედ იმ ტრაგედიის და სამარცხვინო განცხადების გამო, რომელიც აქ გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა.”

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს