მოძრაობამ სოციალური დემოკრატიისთვის რეგისტრაცია გაიარა

კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა და ამით მოძრაობის საქმიანობის 3-თვიანი შეფერხების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ დაგვარეგისტრირა”, – ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ავრცელებს.
მათი თქმით, რეგისტრაცია ეხმარება, საერთო შრომასა და კოლექტიურ პასუხისმგებლობას მეტი ინსტიტუციური სიმყარე შესძინონ. იქნება ეს მოძრაობის ფინანსური და ლოჯისტიკური გამართულობა; სოციალური მედიის ეფექტიანი მართვა; მესამე პირებთან ურთიერთობა თუ საქმიანობაზე ორგანიზაციული პასუხისმგებლობა.
“ახლა უკვე შეგვიძლია, წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით, შევაგროვოთ სახსრები ჩვენი აქტივობების ტექნიკურ-ორგანიზაციული უზრუნველყოფისთვის. ეს თანხა მოხმარდება მოძრაობის
· კამპანიებსა და ორგანიზებას;
· რეგიონალურ შეხვედრებს;
· პროგრამის შემუშავებასა და გავრცელებას;
· საქმიანობის გაფართოებას.
მოძრაობის ფინანსური მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ.
მიმღები: ააიპ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის
ანგარიშის ნომერი: #GE22TB7648936020100010
დანიშნულებაში მიუთითეთ: შემოწირულობა
გთხოვთ, არ გააკეთოთ შემოწირულება:
· ანონიმურად;
· თუ საქართველოს მოქალაქე არ ხართ;
· თუ თქვენი მუდმივი საცხოვრებელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა”, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.