“მოძალადეების მხრიდან დაკავებულია ამ დროისათვის ერთი პირი” – რას წერს ლაშა გაბიტაშვილის მეგობარი

ფიზიკური დაპირისპირება აბუ დაბიში – ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლაშა გაბიტაშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია.
როგორც გაბიტაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდა მამაკაცმა აბუ დაბის სასტუმროში, “ოცნების” დეპუტატების, ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძის თავდასხმის შემდეგ პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მოძალადე დააკავეს.
მეგობრებო, ბევრნი მეკითხებით და აქ დავწერ – ლაშა გაბიტაშვილს დროებით გაუქმებული აქვს ფეისბუქი. გადმომცა გითხრათ, რომ არის კარგად, ისიც, და მისი მეუღლეც.
ფიზიკური ძალადობა წამოიწყო ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა. შესაბამისად, ლაშამ გამოიძახა პოლიცია და ახლა ცდილობს სასამართლოში აღძრას საქმე მათ წინააღმდეგ.
წინასწარი მონაცემით, მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი”.- წერს ნიკა ხატიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას